კაპიტალიზმის იმპერიალისტური იმპულსი კაპიტალისტური ღირებულებითი ურთიერთობის წინააღმდეგობებიდან იღებს სათავეს. როგორც მარქსმა ახსნა, შრომის ზრდადი მწარმოებლურობა (ცოცხალი შრომის მკვდარი ძალით, ე.ი მანქანებით ჩანაცვლება) და მოგების ნორმის დაცემა ერთი მედლის ორი მხარეა. და როგორც ლენინმა განმარტა, განვითარებული კაპიტალისტური ერების ბურჟუაზიას კლასობრივი ბრძოლა აიძულებს, იყიდოს საზოგადოებრივი მშვიდობა — მოისყიდოს მუშათა კლასის პრივილეგირებული ფენები თავისი მოგების ნაწილით.
