ახალგაზრდობა, რომელიც ყველაზე ადვილად ექცევა მომხმარებლურ-ინდივიდუალისტური პროპაგანდის გავლენის ქვეშ, ამერიკის კულტურული საქონლის ექსპორტის მთავარ ბაზარს წარმოადგენს.
იმპერიალიზმის შესახებ. ფარუქ ჩოდრის ინტერვიუ ჯონ სმიტთან
კაპიტალიზმის იმპერიალისტური იმპულსი კაპიტალისტური ღირებულებითი ურთიერთობის წინააღმდეგობებიდან იღებს სათავეს. როგორც მარქსმა ახსნა, შრომის ზრდადი მწარმოებლურობა (ცოცხალი შრომის მკვდარი ძალით, ე.ი მანქანებით ჩანაცვლება) და მოგების ნორმის დაცემა ერთი მედლის ორი მხარეა. და როგორც ლენინმა განმარტა, განვითარებული კაპიტალისტური ერების ბურჟუაზიას კლასობრივი ბრძოლა აიძულებს, იყიდოს საზოგადოებრივი მშვიდობა — მოისყიდოს მუშათა კლასის პრივილეგირებული ფენები თავისი მოგების ნაწილით.
ლევ ტროცკი — ლენინის ავადმყოფობა
პირველი შვებულება კომინტერნის[I] მეორე კონგრესის წინ, 1920 წლის გაზაფხულზე, ავიღე. დაახლოებით ორი თვე მოსკოვის შემოგარენში გავატარე. მთელ დროს მკურნალობასა (ამ დროისათვის სერიოზული მკურნალობა დავიწყე) და მანიფესტზე[II] (რომელიც უახლოეს წლებში კომინტერნის […]
ვადიმ როგოვინი — “ქართული ინციდენტი” და “დერჟიმორდას რეჟიმი”
2022 წლის 30 დეკემბერს ასი წელი შესრულდა საბჭოთა კავშირის დაარსებიდან. ერთი წლის წინ, ოქტომბრის რევოლუციის შესახებ პუბლიკაციის წინასიტყვაობაში (იხ. ე. ჰობსბაუმი, მსოფლიო რევოლუცია) ჩვენ დავაანონსეთ, რომ ამ საკითხს კიდევ მრავალჯერ […]
კარლ მარქსი — სიტყვა “სახალხო გაზეთის” იუბილეზე
სიტყვა „სახალხო გაზეთის“[1] იუბილეზე ეგრეთ წოდებული 1848 წლის რევოლუციები მარტოოდენ უმნიშვნელო ეპიზოდები იყო — პატარა ხვრელები და ნაპრალები ევროპული საზოგადოების მაგარ ქერქზე. მაგრამ მათ გამოააშკარავეს მისქვეშ უფსკრული. ვითომ მაგარი ზედაპირის […]
მიხაილ ლიფშიცი — კარლ მარქსი და თანამედროვე კულტურა
იმდენი არასდროს უსაუბრიათ კულტურაზე, რამდენიც დღევანდელობაში. ქიმიაზე უსწრაფესად აღმოცენდა ლიტერატურული მრეწველობის უზარმაზარი ახალი დარგი, ეგრეთ წოდებული კულტურის კრიტიკა. მოსახლეობის სიმჭიდროვე, მეცნიერების განვითარება, თავისუფალი დროის სიჭარბე, მასობრივი ინფორმაციის მიღწევები — ამ […]
ალექსანდრ ტარასოვი — თვისი თვისმა არა შეიწყნარა
წინამდებარე სტატია წარმოადგენს პასუხის პასუხს რუსი მარქსისტი პუბლიცისტისა და ფილოსოფოსის, ალექსანდრ ტარასოვის მიერ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის შესახებ საუკუნის გარიჟრაჟზე დაწერილ წერილზე, რომელშიც ავტორი რუსეთში მოქმედი სიდიდით მეორე პოლიტიკური პარტიის […]
ალექსანდრ ტარასოვი — მეოთხე მსოფლიო ომი, როგორც მესამეს დიალექტიკური უარყოფა
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველმა „ცივ ომს“ მესამე მსოფლიო ომი სუბკომანდანტე მარკოსმა უწოდა. მანვე თქვა, რომ ახლა პლანეტა დედამიწაზე მეოთხე მსოფლიო ომი მიმდინარეობს[1]. ეს თვალსაზრისი საკმაოდ დასაბუთებული ჩანს. მართლაც, არსაიდან არ […]
სუბკომანდანტე მარკოსი — მეოთხე მსოფლიო ომი
რედაქციის წინასიტყვაობა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ სულ უფრო ხშირად გაისმის განცხადებები მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყების შესახებ, რაც მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში დიდი იმპერიული სახელმწიფოების პირდაპირ ჩართვას და შედეგად, ბირთვული იარაღის […]
პრაბჰატ პატნაიკი — საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავშირი უკრაინის კრიზისთან
პრაბჰატ პატნაიკი ინდოელი მარქსისტი ეკონომისტია. 1974-2010 წლებში ასწავლიდა ჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და დაგეგმარების ცენტრში. 2006-2011 წლებში კერალას შტატის დაგეგმარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. პატნაიკის შრომები ძირითადად ეხება ნეოლიბერალიზმს, იმპერიალიზმსა და მის თეორიებს. […]
მოწოდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე (უკრაინული მარქსისტული გამოცემა “Вперед”)
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალები, უკრაინის „დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის“ მიზნით, უკრაინაში შეიჭრნენ. შეტაკებები დღემდე გრძელდება, ჯერ კიდევ უცნობია, რა შედეგით დასრულდება რუსეთის ბონაპარტისტული მმართველი ჯგუფის ეს ავანტიურისტული გამოხდომა. […]
ალექსანდრ ტარასოვი — …გრენადელ გლეხისთვის მიგვეცა მიწა…
ოქტომბრის რევოლუცია — ინტერნაციონალისტური პროექტი ოქტომბრის რევოლუცია მარქსისტული ინტერნაციონალისტური მიდგომის ერთ-ერთ ყველაზე თანმიმდევრულ ხორცშესხმას წარმოადგენს. ბოლშევიკები მსოფლიო სოციალ-დემოკრატიას სწორედ ინტერნაციონალიზმის საკითხის გამო გაემიჯნენ — მას შემდეგ, რაც II ინტერნაციონალის[I] ბელადებმა, […]
